weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილს შშმ პირების საკითხებში მრჩეველი ეყოლება

17:47 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში მის მრჩეველად სიმონ პეტრედისი იმუშავებს.

„როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ ცვილლებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე ცნობილი გახდა პრეზიდენტის მრჩეველთა გუნდის სხვა წევრების ვინაობაც. დიასპორის, ასევე მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ნათია სულავა იქნება, სამხედრო საკითხებში – ალექსი ბარბაქაძე, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში – ირინა შენგელია, ხოლო კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი კოტე ნაცვლიშვილი იქნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით, მხოლოდ გუნდის ნაწილი ჰყავს დაკომპლექტებული.

„სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას. როგორც უკვე ნათქვამი მქონდა, ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჟვანია, ქეთევან მახარაშვილი იქნება ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით პრესსპიკერის ფუნქციებსაც შეითავსებს. დიმიტრი გაბუნია უკვე არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სამი მრჩეველი ჰყავდა. პოლიტიკურ საკითხებში მისი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გახლდათ, ეთნიკური უმცირესობების საკითხებში – სოფიო შამანიდი. პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი იყო თენგიზ ფხალაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]