„თქვენო უწმინდესობავ, დიდი მოწიწებით მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დიდი მოწიწებით მსურს, გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, იმისთვის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენი ერის წინაშე. ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა, პირველადი სახე დაიბრუნა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი. ჩვენს ისტორიას ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობის პერიოდი.
ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე, თქვენი პირადი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი.
თქვენ ქადაგებაზე, შემწყნარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს. მე კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი ამისთვის და გისურვოთ მრავალჟამიერი ქართველი ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.