weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არ ვფიქრობ, რომ მოსამართლე მურუსიძე აკმაყოფილებს მორალურ კრიტერიუმს – გოგიჩაიშვილი

12:14 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებისგან. როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოების დიდ ნაწილს მურუსიძის მოსამართლეობა არ სურს.

„ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ საკითხის განხილვისგან, ვიდრე მკაცრად არ იქნება გაწერილი კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ იქნება არჩეული. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გავლილი საზოგადოებრივი ტესტი, საკანონმდებლო ფილტრი. მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს მორალური კრიტერიუმი და პლუს პროფესიული.

მე არ ვფიქრობ, რომ მურუსიძე აკმაყოფილებს მორალურ კრიტერიუმს, ის იყო ადეიშვილის მოსამართლე.

ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაჩერდა, რადგან ჯერ უნდა იყოს გაწერილი მათი არჩევის კრიტერიუმი. იუსტიციის საბჭოს მოვუწედებ, თავი შეიკავონ, მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს მისი მოსამართლეობა“, –განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები გასაუბრებას დღეს გაივლიან. გასაუბრება ჩატარდება სულ ექსვს მოსამართლესთან. ესენი არიან: ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე, ნანა ჯოხაძე და ლევან მურუსიძე.

ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეა. ის 2016 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]