weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ხელში ჩავუგდოთ საეჭვო ადამიანებს – ფოფხაძე

15:16 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

„ჩვენ არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ხელში ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.

გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე, ძალიან პრინციპული ნაბიჯია, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია „ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალთან“.

არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო, რომ მოსამართლეების შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო.

მიმაჩნია, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის ინტერესებით არის ნაკარნახევი“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ, რომელიც იურიდიული კომიტეტის წევრიც არის.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურები გაწერილი უნდა ყოფილიყო.

„ჩვენ ამ საკითხს მთელი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

დღეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებამდე, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეების სიაში არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების“ მოსამართლეები იყვნენ.

„მიმაჩნდა, მიმაჩნია და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]