weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუ გახარია პრემიერი გახდება, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა ექნება – მეუფე იაკობი

14:22 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაწინაურდება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება, მთავრობას ეკლესიასთან „დიდი პრობლემა“ ექნება.

როგორც მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში თქვა, გიორგი გახარია მისთვის „ჩვეულებრივი მოსკოვის“ კაცია.

„გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაცა, ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით. სხვა რამეა, რა თქმა უნდა. იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამ რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის არ არის ის... ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან... თვითონ შეხედოს გახდება თუ არა პრემიერი. ვერ გახდება. თუ მაგი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, – ამბობს პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]