weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში გრიპის ვირუსით 6 ადამიანია გარდაცვლილი

14:01 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019
ფოტოზე ამირან გამყრელიძე ფოტოზე ამირან გამყრელიძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსის შედეგად ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.

სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გამყრელიძემ განაცხადა, რომ 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან 140 H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი.

„ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა, 95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს. ამიტომ ჩვენი მოსახლეობისადმი მოწოდება და რეკომენდაციები არის პროფილაქტიკის მიზნით აცრა“, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.

გრიპის ვირუსის შესახებ მოისმინეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, პაატა იმნაძის რეკომენდაციები:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]