ქუცნაშვილი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო გადაწყვეტილი.
„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი (გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება) შეთანხმებული ჰქონდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, ეკა ბესელია საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა თუ არა, ქუცნაშვილა თქვა: „ვერ გეტყვით. ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას. ყველამ მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით ყოფილიყო ეს საკითხი განხილული. პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად, საჯაროდ ბრძანა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო აგვისტოს თვეში. ამის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეთ“.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გასულ კვირაში განაცხადა. მან ამის მიზეზად პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა.