weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კობახიძემ თქვა, რომ ბესელიას გადადგომა მასთან აგვისტოში ჰქონდა შეთანხმებული – ქუცნაშვილი

17:08 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ საგანგებო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკა ბესელიას გადადგომა იყო.

ქუცნაშვილი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო გადაწყვეტილი.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი (გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება) შეთანხმებული ჰქონდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, ეკა ბესელია საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა თუ არა, ქუცნაშვილა თქვა: „ვერ გეტყვით. ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას. ყველამ მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით ყოფილიყო ეს საკითხი განხილული. პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად, საჯაროდ ბრძანა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო აგვისტოს თვეში. ამის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეთ“.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გასულ კვირაში განაცხადა. მან ამის მიზეზად პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]