weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

ირაკლი კობახიძე კომპარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია – დავით ჭიჭინაძე

12:08 პარასკევი, 04 იანვარი 2019

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეადარა და თქვა, რომ ის კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი ჰგონია.

„ირაკლი კობახიძე კომუნისტური პარტიის ყრილობებზე გაზრდილი ბავშვი მგონია. ჩვენ არ ვიცოდით კომუნისტურ პარტიაში რა ხდებოდა. ის იყო დახურული. ეს ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელების ეპოქაში მოუწოდებს, რომ ყველაფერი იყოს დახურული. მაშინ გაუუქმონ, Facebook გვერდები ჩამოართვან დეპუტატებს, ყველაფერი აკრძალონ, კობახიძე გამოვიდეს კიმ ჩენ ინივით და მერე ისიც მოგვიყვეს, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონია ფეხბურთში. ერთი ნაბიჯიღა დარჩა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ჭიჭინაძის თქმით, თუკი მას „ქართულ ოცნებასთან“ ჯერ კიდევ რამე აკავშირებს, „ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს წიხლავენ“.

„ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა. იმ საარჩევნო დაპირებებს, რომელიც მან 2012 წელში მისცა, კიდე ერთი შეუსრულებელი დაპირება დაამატა – ის რადიკალური ცვლილებები, რომელსაც იგი ერთი წლის განმავლობაში დაჰპირდა. მე მაგალითად, იმ ნახევარი მილიონი ადამიანის რიგებში გავდივარ, ვისაც დაგვპირდა რადიკალურ ცვლილებებს და თუ მე დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ოდნავ რაღაც მაკავშირებს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დღეს წიხლავენ“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნება“ გასული წლის სექტემბერში დატოვა, რის შემდეგაც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გაწევრიანდა. მანამდე, 18 ივლისს „ქართული ოცნების“ სამდივნომ ის პარტიიდან გარიცხა. როგორც სამდივნომ განმარტა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]