weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2019

ქუცნაშვილისგან განსხვავებით „კაპოტზე“ უამრავ პროექტზე გვაქვს ხელი მოწერილი – მეჭიაური

15:57 პარასკევი, 04 იანვარი 2019 hits 659

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომელმაც მას სიმთვრალის პროპაგანდაში დასდო ბრალი. ქუცნაშვილის თქმით, მეჭიაურის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და „კაპოტზე“ ქეიფია მიზეზი, რის გამოც თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა.

„ამ სულიერმა ჩათვალა, რომ რადგანაც ღორის წელიწადია მას ყველაფერი ეპატიება, რადგანაც „ქუცუნას“ ეძახიან. ჰოდა, ალბათ ასეც არის, მაგრამ დაავიწყდა, რომ ღორის წელი რომაა, ტახის წელიწადია და არა მისნაირი გოჭების. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ არ ისარგებლოს ბოროტად სხვისი ტრაგედიით და ყველაფერი სხვას არ გადააბრალოს, მით უფრო, რომ იმ არეალში, სადაც ის დეპუტატად წოდებულია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელების ოჯახი ამოწყვიტეს და მემგონი, უზნეობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მისთვის დამებრალებინა ეს ყველაფერი. გაკოტრებულია როგორც პოლიტიკოსი და ახლა ასეთი რაღაცეებით უნდა მიიპყროს ყურადღება. ჯერ დაბორიალობს პოლიტიკურ სივრცეში ისე, რომ ვერ გაურკვევია, სად არის. „კაპოტზე“ მაშინაც მქონია და მომავალშიც, თუ ექიმები დამრთავენ ნებას... საერთოდ, კაი ხანია აკრძალული მაქვს. 50 გრამზე მეტ კონიაკს ვერ ვსვამ. მის ჯინაზე კიდევაც გავშლი.

მისგან განსხვავებით „კაპოტზე“ უამრავ პროექტზე გვაქვს ხელი მოწერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული.

ასე რომ, მისნაირი კაცუნების გადასაწყვეტი არ არის მე რას გავაკეთებ“, – განაცხადა თიანეთის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

თამაზ მეჭიაური თიანეთის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მან „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი დაამარცხა. ქიტესაშვილს, რომელიც 2014 წლიდან თიანეთის გამგებლის თანამდებობობას იკავდებდა, ზაქარია ქუცნაშვილი უჭერდა მხარს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]