„ამ სულიერმა ჩათვალა, რომ რადგანაც ღორის წელიწადია მას ყველაფერი ეპატიება, რადგანაც „ქუცუნას“ ეძახიან. ჰოდა, ალბათ ასეც არის, მაგრამ დაავიწყდა, რომ ღორის წელი რომაა, ტახის წელიწადია და არა მისნაირი გოჭების. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ არ ისარგებლოს ბოროტად სხვისი ტრაგედიით და ყველაფერი სხვას არ გადააბრალოს, მით უფრო, რომ იმ არეალში, სადაც ის დეპუტატად წოდებულია, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელების ოჯახი ამოწყვიტეს და მემგონი, უზნეობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მისთვის დამებრალებინა ეს ყველაფერი. გაკოტრებულია როგორც პოლიტიკოსი და ახლა ასეთი რაღაცეებით უნდა მიიპყროს ყურადღება. ჯერ დაბორიალობს პოლიტიკურ სივრცეში ისე, რომ ვერ გაურკვევია, სად არის. „კაპოტზე“ მაშინაც მქონია და მომავალშიც, თუ ექიმები დამრთავენ ნებას... საერთოდ, კაი ხანია აკრძალული მაქვს. 50 გრამზე მეტ კონიაკს ვერ ვსვამ. მის ჯინაზე კიდევაც გავშლი.
მისგან განსხვავებით „კაპოტზე“ უამრავ პროექტზე გვაქვს ხელი მოწერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული.
ასე რომ, მისნაირი კაცუნების გადასაწყვეტი არ არის მე რას გავაკეთებ“, – განაცხადა თიანეთის მერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. მან „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი დაამარცხა. ქიტესაშვილს, რომელიც 2014 წლიდან თიანეთის გამგებლის თანამდებობობას იკავდებდა, ზაქარია ქუცნაშვილი უჭერდა მხარს.