„2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ.
რუსლან აბაშიძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი“, – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
რუსლან აბაშიძე და მისი მეუღლე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს თაკო ჩხეიძემ 6 ათასი ლარი შესწირა, ხოლო რუსლან აბაშიძემ - 59 958 ლარი.