weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სიტყვით ძალადობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში – კობახიძე

12:07 ორშაბათი, 07 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ილია მეორეს მადლობა გადაუხადა საშობაო ეპისტოლისთვის, სადაც ცილისწამებაზე და „სიტყვით ძალადობაზეც“ არის საუბარი. როგორც კობახიძემ თქვა, ეს ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

„მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის პატრიოტულ აღზრდაზე, მის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და მე მინდა, ამ გზავნილებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობა მიულოცა.

 

ამ თემაზე:

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე – სრულად

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]