weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ მის წინააღმდეგ წასვლას – კობახიძე

16:41 ორშაბათი, 07 იანვარი 2019

„ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, შარშან „ქართული ოცნების“ გუნდში სირთულეები დეპუტატის პარტიიდან გარიცხვით დასრულდა. როგორც მან თქვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების თეორიული რისკი წელსაც არსებობს.

„იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. ასევე წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არის თეორიული რისკი, რომ მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ასეთი ერთეული შემთხვევები, ბუნებრივია, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ, ანუ ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, იმიტომ, რომ ეს არ დასრულდება მათთვის სასურველი შედეგებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს არასწორია საუბარი ეკა ბესელიას მიმართ რაიმე ტიპის სანქციის გამოყენებაზე, მათუმეტეს, მის გარიცხვაზე, რაც უმკაცრესი სანქციაა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ბესელია პარტიის რიგით წევრად რჩება.

„ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია და ამ შედეგს ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]