weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დღეს გავარკვიე, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ ვარ – ჯაფარიძე

15:30 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ მას სახელი გასაუბრების ჩატარების გარეშე შეუცვალა. 2018 წლის 8 ოქტომბრიდან ის ოფიციალურად ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, თუმცა მან ამის შესახებ დღეს შეიტყო. 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, საარჩევნო ბიულეტენებში მისი ძველი სახელი - „ზურაბ ჯაფარიძე“ ეწერა.

„მითხრეს რომ გასაუბრებაზე დამიბარებდნენ და ისე გადაწყვეტდნენ სახელში „გირჩი“-ს ჩამატების საკითხს. გასაუბრებაზე თუ არ მივიდოდი, განცხადებას გააუქმებდნენ. არავინ შემომხმიანებია. 8 ოქტომბერს მომივიდა მესიჯი რომ დასრულდა პროცედურა. რადგან გასაუბრება არ გამივლია, ჩავთვალე, რომ განცხადება გააუქმეს“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სახელის შეცვლის შესახებ შემთხვევით გაიგო, როდესაც შვილისთვის კონკრეტული საბუთის გასაკეთებლად იუსტიციის სახლს მიაკითხა.

„მომთხოვეს ჩემი პირადობა. მივაწოდე. გაუქმებულიაო, სახელი გაქვთ შეცვლილიო. როგორც გავარკვიე, 8 ოქტომბრის შემდეგ „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ ვარ. ეს ოკ, მაგრამ

28 ოქტომბრის საარჩევნო ბიულეტენში ჩემს ნაცვლად ვინ ეწერა? ვის მისცა ხმა 36 000-მა ადამიანმა? იქნებ დაიბნა ხალხი, ‘ზურაბ გირჩის ეძებდა ბიულეტენში და რომ ვერ იპოვა, სხვას მისცა ხმა? ეს თუ არაა გაყალბება, აბა რაა?“, – აცხადებს ჯაფარიძე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბ ჯაფარიძე პარტია გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. თავდაპირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯაფარიძეს უარს ეუბნებოდა არჩევნებში „გირჩის“ სახელით მონაწილეობაზე. შესაბამისად, ბიულეტენზე აღნიშნული პარტიის სახელწოდება მითითებული ვერ იქნებოდა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჯაფარიძემ იუსტიციი სახლს მიმართა და მოითხოვა, რომ მეორე სახელად „გირჩი“ ჩაეწერათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]