weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო – პრეზიდენტი

10:49 შაბათი, 12 იანვარი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვეში ერთხელ რეგიონებში სტუმრობას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გაეცნობა რეგიონების პრობლემებს და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ეცდება ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმაროს.

„ის დაპირება, რაც გავეცი, რომ ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი, ნამდვილად ვაპირებ სიტყვის ერთგული ვიყო. ამის სიმბოლო თელავი იყო, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონებს, როგორც ამ ქვეყნის სიძლიერის საწინდარს. ასევე, ვიყავი სამეგრელოში... ასევე იგეგმება ჩემს ადმინისტრაციაში შემდგომი ვიზიტები და ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო და გავეცნოთ პრობლემებს ან ინიციატივებს, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფუნქციებიდან გამომდინარე დავეხმარო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სამეგრელოში ვიზიტის დროს რუხის მშენებარე საავადმყოფო დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საავადმყოფოს რაც შეიძლება ჩქარა ამოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]