„ის დაპირება, რაც გავეცი, რომ ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი, ნამდვილად ვაპირებ სიტყვის ერთგული ვიყო. ამის სიმბოლო თელავი იყო, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონებს, როგორც ამ ქვეყნის სიძლიერის საწინდარს. ასევე, ვიყავი სამეგრელოში... ასევე იგეგმება ჩემს ადმინისტრაციაში შემდგომი ვიზიტები და ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო და გავეცნოთ პრობლემებს ან ინიციატივებს, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფუნქციებიდან გამომდინარე დავეხმარო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, სამეგრელოში ვიზიტის დროს რუხის მშენებარე საავადმყოფო დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საავადმყოფოს რაც შეიძლება ჩქარა ამოქმედება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.