ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, რას შეეხო საუბარი.
გუშინ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის. ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა და ბახტაძემ სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით.