weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ხაბეიშვილს, მიშას და შალიკოს შეუძლიათ მთაწმინდიდან გამოექანონ – კახა კალაძე

14:25 პარასკევი, 18 იანვარი 2019

მთაწმინდაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია თბილისის მერის დაკითხვა, რატომ არ გატარდა პრევენციული ზომები 2 თვის წინ, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შემდეგ.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, შეიცავს ერთიან შინაარსს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით. შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთანაც. მათ გავაცანით პროექტი, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი ინტერესია. თუმცა,

ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს, ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილსისი მერმა ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას არაკორექტული განცხადების გამო გააკრიტიკებენ, თქვა: „როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები. ძალიან მარტივია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]