weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

რა დროს მთაწმინდიდან გამოქანებაა, როდესაც ერი გლოვობს – ლევან ხაბეიშვილი

16:46 პარასკევი, 18 იანვარი 2019

„როცა ასეთი ტრაგედია მოხდა და ფაქტობრივად, მგლოვიარე სიტუაციაში ვართ, ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერი და მთავრობა მომართული იყვნენ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას, პრევენციულ ზომებზე ვიფიქროთ და პასუხისმგებლობები გაიაზრონ, მერს აქვს დრო საღლიცინოდ, მასხრად აიგდოს ოპოზიციაც, საზოგადოებაც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ“, – უპასუხა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს.

დედაქალაქის მერმა დღეს ხაბეიშვილს „მთაწმინდიდან გამოქანება“ შესთავაზა.

„ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდი არ თქვას, მზად არის სხვას შეაწმინდოს ხელი, გაიხსენოს ყოფილი ხელისუფლება და 2009 წელს მიღებული კანონი, გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, საკუთარ ხელისუფლებასაც და ა.შ. კალაძის მთავარი ამოცანა არის, ოღონდ მასზე ვინმემ რამე ცუდს ნუ იტყვის და თუ იტყვის, შეუძლია გალანძღოს და აგინოს.

რა დროს იუმორი, ვინმეს დაცინვა და მთაწმინდიდან გამოქანებაა, როდესაც მგლოვიარე სიტუაციაშია სრულიად ერი. ვწუხვარ, ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი, გაურკველელი ინტელექტისა და წარმომავლობის მერის გამო, რომელსაც პასუხიმგებლობა არ გააჩნია და ნებისმიერ საკითხზე შეუძლია ასე უთავმოყვარეოდ იღლიცინოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კალაძეს სასამართლოში არ უჩივლებს, რადგან პირადი შეურაცხყოფა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„როდესაც ამ ენით და ლექსიკით საუბრობს დედაქალაქის მერი, არ ვაპირებ სასამართლოში წავიდე. კალაძემ საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა, საზოგადოებას მიაყენა შეურაცხყოფა და თუ ამას გაიაზრებს, კარგი იქნება, თუ საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]