weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საოკუპაციო რეჟიმებს მოვუწოდებთ, ე.წ. გამშვები პუნქტები დაუყოვნებლივ გახსნან – ზალკალიანი

12:03 შაბათი, 19 იანვარი 2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ 2019 წლის იანვრიდან საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, შემაშფოთებელია ასევე ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, 2019 წლის თებერვლიდან ახალი დისკრიმინაციული ზომები აამოქმედოს ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის, რაც გულისხმობს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვას.

ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე სრულად არიან ინფორმირებული ჟენევის თანათავმჯდომარეები.

„საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ადგილზე მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]