„სტუდენტები დაინტერესდნენ, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლს ქვეყნის გარეთ საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარების საქმეში“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. პრეზიდენტმა მათ პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღების შესახებ ინიციატივა გააცნო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობაზე ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი 22-23 იანვარს შეხვედრებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართავს.