weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია – ციხელაშვილი

16:01 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

„უკვე მეთორმეტე დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის თაობაზე.

ციხელაშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფული მდგომარეობის წინაშეა მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაკეტილია.

„მოსახლეობას არ აქვს წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე. მოცემულობა არის რთული და არასტანდარტული.

სტუდენტებს ხელოვნურად აქვთ შეზღუდული წვდომა განათლებაზე, ისევე როგორც მოსახლეობის სხვა ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ვითარებას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ იმ დღიდან, როცა ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე შეზღუდვები დაწესდა, ხელისუფლება პარტნიორებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ჩართულია, რათა პრობლემა მოგვარდეს და გადაადგილება აღდგეს.

„არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით. პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი.

მივმართავ ყველას, რომ გადაიხედოს ეს არა მხოლოდ უკანონო, არამედ არაჰუმანური გადაწყვეტილება.

ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეთავაზებულია აბსოლუტურად ყველა გზა და გამოსავალი, რათა ამ საკითხს მივხედოთ და მოსახლეობას საკვების პრობლემა არ გავუჩინოთ. მოვუწოდებ, რომ ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]