„მათ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა] განაცხადეს, რომ კარგად ახსოვთ ისტორია. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია.
პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათთვის შემეხსენებინა კიდევ ერთი ისტორიული მომენტი და მეჩუქებინა ცოცხი, რასთანაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ასოცირებული. ერი რომელიც ივიწყებს თავის ისტორიას, განწირულია იმისთვის, რომ კვლავ განიცადოს იგი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თაზო ფაცაციამ.
ცოცხების ჩუქებას წინ უძღოდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის კამათი, რაც მერიის მიერ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს მოჰყვა. პაატა ადამიამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მოქალაქეებს მხოლოდ 150 ლარის ღირებულების მედიკამეტების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ მაშინ, როდესაც მედიკამენტებზე ფასი იზრდება. მისივე თქმით, ეს პროგრამები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამოქმედდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.