weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში საკრებულოს „ნაციონალ“ წევრს ცოცხები აჩუქეს

10:29 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ, საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ პაატა ადამიას საჩუქრად ცოცხები გადასცა. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ფაცაციამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიას ეს საჩუქარი „ისტორიის გასახსენებლად“ გაუკეთა.

„მათ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა] განაცხადეს, რომ კარგად ახსოვთ ისტორია. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია.

პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათთვის შემეხსენებინა კიდევ ერთი ისტორიული მომენტი და მეჩუქებინა ცოცხი, რასთანაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ასოცირებული. ერი რომელიც ივიწყებს თავის ისტორიას, განწირულია იმისთვის, რომ კვლავ განიცადოს იგი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თაზო ფაცაციამ.

ცოცხების ჩუქებას წინ უძღოდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის კამათი, რაც მერიის მიერ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს მოჰყვა. პაატა ადამიამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ მოქალაქეებს მხოლოდ 150 ლარის ღირებულების მედიკამეტების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ მაშინ, როდესაც მედიკამენტებზე ფასი იზრდება. მისივე თქმით, ეს პროგრამები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამოქმედდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]