weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა

10:07 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019
ფოტოზე ხუან გუაიდო ფოტოზე ხუან გუაიდო

საქართველომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„მას შემდეგ, რაც ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ, საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, – განაცხადა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპოზიციონერი ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარა. 

„დღეს მე ოფიციალურად ვაღიარებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მეთაურს ხუან გუაიდოს ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ქვეყნის ხელისუფლების ერთადერთმა შტომ, რომელიც ვენესუელას მოსახლეობამ კანონიერად აირჩია, კონსტიტუციის საფუძველზე, ნიკოლას მადურო უკანონო პრეზიდენტად ცნო, ხოლო პრეზიდენტის პოსტი ვაკანტურად გამოაცხადა. გავაძლიერებთ აშშ-ის მთელ ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალებს, რათა მივაღწიო ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენას“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაში.

ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს ის მეორე ვადით იქნა არჩეული, თუმცა პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც ოპოზიციაა, ის უზურპატორად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა, მათ შორის საქართველომაც. მადუროს ინაუგურაცია იანვრის დასაწყისში გაიმართა და მას ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]