weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი – ქუცნაშვილი

17:55 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

„ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებსა და სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდაზე იმსჯელეს.

ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, „როდესაც ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, ვინც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამდა“.

შეხვედრას ესწრებოდა ეკა ბესელიაც, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გადადგა და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დაასახელა. ქუცნაშვილმა თქვა, რომ ბესელია არ არის ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

„ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი. ნუ მივაკუთნებთ ამ საკითხს ერთ პერსონას... ჩვენ უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო სისტემა. ეს სერიოზული პროცესია. ახლა იბადება უზენაესი სასამართლოს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი კრიტერიუმები შეირჩეს“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მსჯელობას 25 იანვარს განაგრძობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]