„კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. გაათვითცნობიეროს ისინი ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესის განსხვავებულ ასპექტებში, მათ შორის: ფილოსოფია, ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის მეთოდები, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები, საზოგადოებრივი შეხედულებები და სხვა“, – ნათქვამია GIPA-ს მიერ სტუდენტებისთვის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილის კურსზე განიხილება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში, სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების, ძალთა ბალანსისა და გადანაწილების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული მთლიანობის, მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული მედეგობის და სხვა საკითხები. პარალელურად, სისტემურ რეჟიმში მოხდება მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი და შეფასება.
პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე, 2000-2006 და 2010-2012 წლებში, გიორგი მარგველაშვილი GIPA-ს რექტორი იყო.