„მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას.
მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას“, – განაცხადა კალაძემ.
ისივე თქმით, ინვესტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაცემული იყო სპეციალური ნებართვა, რომელიც უვადოა. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულის სიმაღლისაა. მაშინდელი მერი სხვა გადასახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის საზიანო ნებართვებს გასცემდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.