weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კრიმინოგენული ვითარების გამო ნაციონალური მოძრაობა პრემიერს პარლამენტში იბარებს

14:18 შაბათი, 26 იანვარი 2019

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერმინისტრს პარლამენტში იბარებს. დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესებულია და ამასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ კითხვებს უნდა უპასუხოს.

ბოკუჩავა განმარტავს, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, ფრაქცია უფლებამოსილია, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს მიმართოს კონკრეტული შეკითხვით, შეკითხვის ადრესატი კი ვალდებულია, მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს, აგრეთვე, სხდომას პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს.

„საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია საპარალამენტი კონტროლის ახალი მექანიზმი - ინტერპელაციის მექანიზმი, ვიწვევთ პრემიერ ბახტაძეს პარლამენტში იმისთვის, რომ უპასუხოს კონკრეტულ კითხვებს ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ პრემიერი ბახტაძე არის ნომინალური პრემიერი, რადგან რეალურად ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი და რეჟიმის მართვისას ის დიდწილად ეყრდნობა შს მინისტრ გიორგი გახარიას. თუმცა, ამ ნომინალური უფლებამოსილების ფარგლებშიც პრემიერ ბახტაძეს აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უმაღლეს კანონს და ინტერპელაციის მექანიზმის მიხედვით, გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ–მინისტრს პარლამენტში 22 მარტს ელოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]