weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა

14:42 კვირა, 27 იანვარი 2019

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. როგორც პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია.

„დღეს დავაყენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, თუ როგორი უნდა იყოს ფორმატი, რომელსაც რამე შედეგამდე მისვლა სურს. თუ არ იქნება ეს გაზიარებული, მაშინ ჩვენ ვერანაირ აზრს მონაწილეობისას ვერ ვხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებზე ვესაუბრებოდეთ არა კრებსით მურუსიძეს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს მართლმსაჯულების მისაღწევად.

ამას ვთავაზობთ ირაკლი კობახიძეს, მაგრამ არ გაიზიარეს ჩვენი მოსაზრება, ამიტომ ამ კონკრეტულ შეხვედრაში ნამდვილად ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებას ითხოვს პარტია „ევროპული საქართველოც“. ოთარ კახიძის თქმით, თუ ფორმატი არ შეიცვლება, პარტია შეხვედრებს გამოეთიშება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი, ასევე ის პირები, ვინც იმ 10-კაციან სიაში იყვნენ. არასამთავრობოს სექტორიდან შეხვედრას ესწრება ლევან მურუსიძე „მოსამართლეთა ასოციაციის“ სახელით და ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ რამე აზრს, რომ რეალურად განვიხილოთ საქმიანი წინადადებები.

ამიტომ შეთავაზება გვაქვს, რომ კვოტები განისაზღვროს - მოსამართლეთა წარმომადგენლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, არამოსამართლე წევრები, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი უფრო სერიოზული შემადგენლობით და ასევე პოლიტიკური ჯგუფები“, - ამბობს ოთარ კახიძე.

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ ჯგუფის შემადგენლობა შემცირდეს და გაიწეროს დებულება, თუმცა, როგორც კახიძემ თქვა, დღევანდელ შეხვედრაზე ეს წინადადებები არ გაიზიარეს.

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება. შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]