weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იუდაც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, საბჭოს შეუძლია უვადო მოსამართლედ დანიშნოს – დოლიძე

17:10 კვირა, 27 იანვარი 2019
ფოტო: EMC ფოტო: EMC

იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული შესაძლებლობა აქვს, რომ უვადო მოსამართლედ დანიშნოს, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მას შემდეგ, რაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა დოლიძემ.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განცხადებით, სამუშაო ჯგუფში მიწვეული არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარადგინა. როგორც დოლიძემ თქვა, არსებული ფორმატით სამუშო ჯგუფის მუშაობა, მათი „დროის ტყუილი ფლანგვა და ამ პროცესისთვის დემოკრატიულობის ელფერის მინიჭების მცდელობაა“.

 

ამ თემაზე:

თბილისში აქცია „სასამართლოს გადასარჩენად“ გაიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]