weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფო კილაძე რეგიონებში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს გამართავს

10:26 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რეგიონებში საჯარო შეხვედრებს გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28-31 იანვარს,მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაგეგმილ შეხვედრებზე, სოფო კილაძე ზუგდიდის, ხობის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას კომიტეტის მიერ 2018 წელს გატარებულ რეფორმებს გააცნობს.

სოფო კილაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრების მიზანია მოქალაქეებმა უშუალოდ კანონმდებლებისგან მიიღონ ინფორმაცია ორი მთავარი რეფორმის შესახებ, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს განახორციელა და მეორე მხრივ, დეპუტატებმა მოსახლეობისგან მოისმინონ მათი წინადადებები და გამოწვევები, შემდგომი რეაგირებისა და გადაჭრის მიზნით.

„ვაპირებთ მათ გავაცნოთ სოციალური მუშაკის რეფორმა, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ და ყველაზე დაჩაგრული ადამიანების გაძლიერებისა და დაცვის,სიღარიბის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. მათ უნდა იცოდნენ ვის მიმართონ. ამას გარდა, ჩვენს მოქალაქეებს გავაცნობთ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ცვლილებების პაკეტს, რომელიც პრევენციაზე ანუ ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისკენაა მიმართული და არა მხოლოდ დასჯაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად მოქალაქეებიგან მოვისმინოთ წინადადებები, გავიგოთ მათი გასაჭირის შესახებ, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნოთ მათ გათვალისწინებასა და გადაჭრაზე.

მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, რეგიონებში საზოგადოებას უფრო ხშირად და სიღრმისეულად უნდა ვესაუბროთ“, – განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურად შეხვედრებისთვის მომზადდა ბროშურები, საიდანაც მოქალაქეები მათთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ რეფორმების შედეგად მიღებული სიკეთეების და სერვისების შესახებ.

რეგიონალური შეხვედრები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]