weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება

15:39 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს. ამის თაობაზე ჩვენ ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი გაუგებრობებიდან გამომდინარე, რადგან არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული, გარკვეული საკანონმდებლო, საბიუჯეტო დეტალები. მთავარია, რომ ეს არის პარტიებისთვის საარჩევნო გარემოს განჭვრეტადობა და დღეს, ოთხი თვით ადრე, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ მათ ვაძლევთ  ინფორმაციას. ოთხი თვით ადრე პარტიებმა იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შესაბამის აქტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]