weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა 71%-მა არ იცის – NDI

12:28 ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის სწორად დასახელება.

კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, რესპონდენტების 62%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 28 პროცენტმა მაჟორიტარის დასახელება შეძლო, ხოლო 9%-მა კითხვას არასწორი პასუხი გასცა.

NDI-ის კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უმრავლესობა ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ძირითადად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული (71 პროცენტი), რომ პარლამენტმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების წინ წამოწევა (55 პროცენტი), რომ ის არ არის ორგანიზებული და ეფექტური (57 პროცენტი) და ვერ შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება (63 პროცენტი). მოსახლეობა ასევე მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ქვეყნისთვის ბევრს არ შრომობენ, ეთიკურად არ იქცევიან და არც მოქალაქეების ჩართულობაზე ზრუნავენ.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და „CRRC საქართველო“ ატარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]