„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიები გაერთიანდენენ საერთო იდეით, რომ საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული გახადონ.
„ამ კამპანიის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეს უნდა ვუმეოროთ, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე;
ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ჩვენი მოსახლეობისთვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იხსნება.
შეიკრიბა სრულიად ოპოზიციური სპექტრი და გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო, რომ შევკრიბოთ რაც შეიძლება მეტი - 200 ათასზე მეტი და შესაძლოა, მილიონი ხელმოწერა იმისთვის, რომ ქართული საარჩევნო სისტემა გახდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლიანი“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, სანდრო ბარამიძემ.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში აქტიურად ჩაერთონ და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ოპოზციას მხარს დაუჭერს სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობა.
„ხელისუფლებას მოუწევს მოუსმინოს მილიონ მოქალაქეს და შეცვალოს სისტემა, რომელიც არის ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური უბედურების სათავე. 2020 წლის იქნება, თუ ნებისმიერი მომდევნო არჩევნები, უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით. ამ სურვილს მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარი ხელმოწერით დაუდასტურებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ.
გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას იწყებს.