პრეზიდენტი კონგრესზე სიტყვით გამოვა და კონგრესის მონაწილე, 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მიმართავს.
ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის სახელით კონგრესის მონაწილეებისთვის მიღება გაიმართება.
ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელსაც 29 ივნისს პრეზიდენტი მარგველაშვილი შეხვდება და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.