weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებად მისი ნათესავები უკონკურსოდ დაინიშნენ

09:46 კვირა, 03 თებერვალი 2019
ფოტოზე: ქეთევან მიქაძე და ნანა კაშია ფოტოზე: ქეთევან მიქაძე და ნანა კაშია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერი ნანა კაშია და ქმრის დისშვილი ქეთევან მიქაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის გარეშე დასაქმდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ კაშია და მიქაძე სალომე ზურაბიშვილის მრჩევლები არიან.

„ქალბატონ ნანა კაშიას აქვს ევროკავშირი-საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება. ის ევროკავშირი-საქართველოს წარმომადგენლობაში მუშაობდა პოლიტიკურ განყოფილებაში, ჰქონდა უვადო კონტრაქტი. თავისუფლად საუბრობს 4 ენაზე და გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე იყო იქ დასაქმებული. რაც შეეხება ქეთევან მიქაძეს, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებამდე მუშაობდა საქართველოს ლატარიის კომპანიაში და ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.

ჩვენს ინტერესებში იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი ტიპის კადრი დაგვესაქმებინა. ორივე დასაქმებულია კანონთან სრულ შესაბამისობაში და კანონთან მიმართებაში არცერთი კითხვა არ არსებობს“, განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ არ გაიარეს პრეზიდენტის ნათესავებმა კონკურსი, ხატია მოისწრაფიშვილმა თქვა, რომ მათთან დროებითი კონტრაქტებია გაფორმებული და მას შემდეგ, რაც რეორგანიზაციის პროცესი დასრულდება, კონკურსი იქნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ერთი თვის წინ დაიწყო. ახალ ადმინისტრაციაში 140-ის ნაცვლად 60 თანამშრომელი იმუშავებს. როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა წლის დასაწყისში განაცხადა, 15 თებერვალიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო სამსახურში შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს შესაბამისი შტატი. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]