weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური პროექტები განხორციელდება – პრემიერი

19:12 კვირა, 03 თებერვალი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ბახტაძის თქმით, მთავარი ამოცანა გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა სვანეთში ასვლა უფრო მოკლე დროში შეძლონ.

როგორც მამუკა ბახტაძემ თქვა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარდა ამისა, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა.

„არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა. ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ ხუთი პროცენტია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს: „არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული სხვა კურორტებზე წლების წინ. ეს სივრცითი მოწყობა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ სვანეთი შეინარჩუნებს თავის უნიკალურ არქიტექტურას და ბუნებას, მაგრამ პარალელურად აუცილებლად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]