weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დიდი ჰესების მშენებლობა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს – პრემიერი

13:00 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

„ჩვენ გვჭირდება მეტი დადგმული სიმძლავრე ენერგეტიკაში და ბუნების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს ბალანსი აუცილებლად გვექნება დაცული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში, სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მამუკა ბახტაძის თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის ერთ-ერთი წინაპირობაა.

„ჩვენთვის ჩვენი ბუნება არის ყველაზე დიდი სიმდიდრე და რა თქმა უნდა, ამას ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. სვანეთში, ამავე დროს, არის ჩვენი ჰიდრორესურსების უდიდესი ნაწილი და აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს. ამასთან ერთად, მე არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ნებისმიერი ეკონომიკის განვითარების გზაზე არსებობს ორი სექტორი, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს ის, თუ მათი განვითარება არ უსწრებს ზოგადად ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. პირველი ეს არის ენერგეტიკა და მეორე - ტრანსპორტი. ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ გვჭირდება დამატებითი დადგმული სიმძლავრეები ჩვენს ენერგეტიკაში, რომ უფრო სწრაფად განვავითაროთ და შესაბამისად, ქვეყანა სიღარიბიდან ამოვიყვანოთ.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ სიღარიბის დამარცხებას ემყარება. ენერგეტიკაში წინსვლა, დამატებითი სიმძლავრეები არის ამის წინაპირობა, მაგრამ, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ულამაზესი ბუნების ხარჯზე. ამაზე დიდი სიმდიდრე საქართველოში არაფერი გვაქვს. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და იგივე რანგის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

თითოეული პროექტის ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს ყველა პარამეტრს, მათ შორის, სოციალურსაც, რომელიც გულისხმობს სწორედ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, თუ როგორ მოხდება მათი ცხოვრების გაუმჯობესება, პრობლემების გადაჭრა ნებისმიერი პროექტის რეალიზაციის შედეგად.

მიმაჩნია, რომ როდესაც ვსაუბრობთ განსაკუთრებით დიდ ჰესებზე, კაშხლიან ჰესებზე, ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა მარტივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]