weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 ჩანს, მარგამ iРhone 5 არ ვიცი – კობახიძე პირადი ცხოვრების კადრებზე

13:55 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში iPhone 5 ჩანს, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გაყიდვაში არ იყო. გვარამიას მტკიცებით, აღნიშნული კადრები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ვერ იქნებოდა გადაღებული.

„ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა საერთოდ შეუძლებელია. 5 ჩანს, მარგამ IPhone 5 არ ვიცი“, – უთხრა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.

გუშინ, 3 თებერვალს, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის აქცენტები“, მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან სტოპ–კადრი აჩვენა. გვარამიას განცხადებით, კადრში ჩანს iPhone 5, რომელიც 2012 წლის მიწურულს გამოვიდა.

„საქართველოში ის ვერ შემოაღწევდა 2013 წლამდე. შესაბამისად, ვისი გადაღებულია ეს ვიდეო, მინდა ძალიან კარგად გამოიძიოს საქართველოს პროკურატურამ. 2013 წელს, საქართველოს წინა ხელისუფლება მოკლებული იყო შესაძლებლობას, ეს ვიდეო გადაეღო. გამოიძიეთ კარგად, მათ შორის გადამღების ნაწილში.

დაკითხეთ ის ადამიანი, ვინც მსხვერპლი და ამ საქმის ფიგურანტია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ისიც ამბობს, რომ ეს 2013 წლის კადრებია...“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია ითხოვს განმარტებას, რის საფუძველზე ამბობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშია გადაღებული: „გვითხარით ფაქტები. მე გეუბნებით ფაქტს – iPhone 5 დევს. მაქვს დასაბუთებული ეჭვი, ამ iPhone 5-ის და მათ შორის, მსხვერპლისგან მოწოდებული ინფორმაციების გამო, რომ ეს არის თქვენს მიერ გადაღებული და გავრცელებული. ეს რომ თქვენს მიერ ვრცელდება, ვის მიერაც არ უნდა იყოს გადაღებული, ფაქტია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]