weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კვიციანის დასკვნით, სკოლის გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს

16:54 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

პარლამენტის წევრი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი გამოემხაურა განათლების მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გამოცდებმა სკოლები დააცარიელეს.

„მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში ძალიან: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“, სწორად გაგიგე არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გყოფნით და არ გვყოფნის მოსწავლეები“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატმა განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მიმართა კითხვით, ფიქრობს თუ არა, რომ საჭიროა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლებითაც ახალი ოჯახების შექმნას შეუწყობს ხელს და „ერს გამრავლებისკენ მიმართულებას მისცემს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]