კვიციანმა ახალი ფონდის შექმნაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ ისაუბრა.
„აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი.
დაწერენ განცხადებას, რომ „დაქორწინებას ვაპირებთ და გთხოვთ, დახმარებას“ და დახმარება წავა მაგათზე, პირველადი დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზე... დახმარების ოდენობა იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება. აუცილებლად ეს იქნება გაპიარებული, ამის შესახებ ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის. ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ჯერ ქართველებისთვის. სახელმწიფო ყველასთვის თანაბრად ზრუნავს. დღეს დემოგრაფიულად ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, ქართველები არიან. თვალს ხომ არ დავხუჭავთ?! ეს იქნება ქართველთა ჯგუფი, რომელიც ქართველებს ქართული ოჯახების შექმნაში დაეხმარება“, – განაცხადა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა.