weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ გიორგი ვაშაძე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმა

17:06 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება ძალა ერთობაშიას ლიდერი გიორგი ვაშაძე ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამრღვევად სცნო და 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ამავე საქმეზე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა.

„ვიდეოფირზე აშკარად ჩანს ბატონი გიორგი ვაშაძის მხრიდან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება პოლიციის წარმომადგენლების მისამართით, რაც ამ შემთხვევის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა მოსამართლე დევი დევიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მიერ სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა.

მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიასთან, ხოლო დაცვის მხარე გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო შეადგინა. მათ ედავებოდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას. სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]