„ჩვენი დიდი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში. ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს. როგორც მთავარსარდალს და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილლერთან, ასევე ავღანეთის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.