weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან მომდევნო შეხვედრას რომში გამართავს

11:55 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებთან მომდევნო შეხვედრას იტალიის დედაქალაქ რომში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2და ქართული დიასპორების ორგანიზაცია ერთად სახლშიავრცელებენ.

სააკაშვილი ემიგრანტებს 10 თებერვალს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, შეხვედრაზე დასასწრებლად ემიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და შეხვედრაზე მისულ საქართველოს სხვა მოქალქეებს შორის ინციდენტი მოხდა. ისინი, ვისაც შეხვედრაზე შესვლის ნება არ მისცეს, აცხადებდნენ, რომ ემიგრანტები იყვნენ, თუმცა მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს. მათ თან ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები, მათ შორის წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეხვედრის ჩაშლა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) აგენტურამ სცადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]