weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერება არაკონსტიტუციურია - ზარდიაშვილი

14:11 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას გულისხმობს, არაკონსტიტუციურია და შესაბამისად, მხარდაჭერა არ ექნება.

„ქართული ოცნების“ წევრების კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს.

„პირდაპირ გეუბნებით, არც ერთი იურისტი, თუნდაც მეორე კლასელი ან პირველკურსელი, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა, იმდენად გასულია ეს ინიციატივა სამართლებრივი ჩარჩოებიდან, კონსტიტუციის შინაარსიდან და მიღებული კანონის აქტებიდან. აქედან გამომდინარე,

ამ ინიციატივას თუ პოლიტიკური წინადადება უფროა, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ხელს არ მოაწერს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს არის არაკონსტიტუციური.

მე, როგორც იურისტი, გეუბნებით, რომ ეს მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტთან გადაამოწმოთ. ვერც ერთ საკითხს, რომელსაც აქვს არაკონსტიტუციური საფუძვლები, ვერ ექნება მხარდაჭერა. ამას პოლიტიკურად როგორ შეფუთავენ ადამიანები, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის 9 დეპუტატი, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან ლევან გოგიჩაიშვილი, გამოდიან ინიციატივით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდოს. ეკა ბესელიას განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის გადავადება. მისივე თქმით, მანამდე უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]