weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს - მამუკა ბახტაძე

16:28 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

„დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება წარმოუდგენელი იყო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე „მიღწევები ელიმინაციის გზაზე“ სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ აღნიშნა, რომ C ჰეპატიტი მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში. მისივე თქმით, 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრა თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორდღიან ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები ესწრებიან. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების გაზიარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]