weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შეიქმნას ეროვნული ინტერესების დამცველის ინსტიტუტი – გიორგი ლომია

17:29 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია საქართველოში ეროვნული ინტერესების ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„მე შემოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული ინტერესების დამცველი, ანუ ომბუდსმენი დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. შეიქმნას ისეთი ინსტიტუტი, რომელიც დაიცავს ჩვენს ისტორიას, ჩვენს ადათ-წესს, კულტურას და არ დაგვავიწყდება, საიდან მოვდივართ და საითკენ მივდივართ. თუ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნება, დამიჯერეთ, ნაკლები პრობლემა გექნებათ თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, იმიტომ, რომ პირდაპირ იმ ომბუდსმენს მიაკითხავენ. ეს ხალხი პრეტენზიებსაც – რატომ არ არის დაცული მათი ეროვნული ინტერესი, ომბუდსმენთან გამოთქვამს“, – აღნიშნა ლომიამ.

დეპუტატმა კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რომ თუ მათ ეს იდეა მოსწონთ, მას კანონპროექტის სახეს მისცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]