weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამოწვევებს საპარლამენტო ჯგუფი შეისწავლის

11:13 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად, თემატური მოკვლევის ჯგუფი იქმნება. ამის შესახებ ცნობილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გახდა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას  განცხადებით, უკვე ორი წელია ამ სკითხს აქტიურად ლობირებენ.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რასთან დაკავშირებითაც დამატებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ჩვენ ასევე, დავიწყეთ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მხოლოდ დეზინფორმაციას არ მოიცავს, მაგრამ არის იმ დიდ სურათში, რასაც სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქვია.

მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი ინფორმირებულობა. დეზინფორმაციასთან გამკლავების ერთ-ერთი გზა არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული ნარატივი“, - აღნიშნა ქაცარავამ.

სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომიტეტის სხდომაზე დაადასტურეს, რომ მზად არიან, ჯგუფის მუშაობაში ჩაერთონ. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში და მათ შორის, პარლამენტში ისმის რუსული პროპაგანდის ნარატივი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის შედეგია. სამადაშვილი დაინტერესდა, იქნება თუ არა მზად საპარლამენტო უმრავლესობა, ჯგუფის მუშაობის პირობებში პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]